შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

01 დეკემბერი 2017, 00:00 3031 ნახვა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, დღეს ღონისძიება გაიმართა ბათუმის მეცამეტე საჯარო სკოლაში. სკოლაში სპეციალური ჯგუფი მეორე წელია ფუნქციონირებს, სადაც  აუტისტური სპექტრის მქონე 10 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში 4 სპეცპედაგოგი მუშაობს, რომლებიც პერიოდულად გადამზადების კურსს გადის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით დასაქმებულია 161 პედაგოგი, 5 ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და 8 ფსიქოლოგი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ჯგუფი რამდენიმე სკოლაშია გახსნილი. პარალელურად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები  ინტეგრირებული კლასებში სწავლობენ. მეცამეტე საჯარო სკოლაში დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში