ნაციონალური მოძრაობა აუდიტის სამსახურს მიმართავს

01 დეკემბერი 2017, 00:00 3127 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აუდიტის სამსახურს მიმართავს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტიდან თანხები წინასაარჩევნოდ გამოიყენეს და სხვადასხვა სამუშაოები განახორციელეს. მერიამ ჯერ ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა, საკრებულომ კი, სამუშაოებისთვის თანხა ახლა გამოყო. ქამადაძე აუდიტის სამსახურს გახარჯული თანხების შესწავლას სთხოვს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მირდატ ქამადაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. მერია მირდატ ქამადაძეს მოუწოდებს ინფორმაციის გავრცელებამდე ის დააზუსტოს და მოერიდოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. 

ამავე კატეგორიაში