აშშ-ს მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ

01 დეკემბერი 2017, 00:00 2618 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, პარლამენტის წინააღმდეგ აშშ მოქალაქის სარჩელს განიხილავს. “კაპიტალ ბანკის” წარმომადგენლის მტკიცებით, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია მისი მოქმედების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.  

ეროვნული ბანკის  გასული წლის გადაყვწტილებით, “კაპიტალ ბანკს” გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაექვემდებარა ლიკვიდიაციას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის გამო ვერ ხდება გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ, რის გამოც ირღვევა მისი საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

მოპასუხე მხარის განმარტებით კი სადავო ნორმა კონსიტუციურია და მოსარჩელე მხარემ მისი სწორად გაგება ვერ შეძლო. 

ამავე კატეგორიაში