“დაზარალებულთა კვირეული”

01 დეკემბერი 2017, 00:00 3335 ნახვა

''დაზარალებულთა კვირეული''გრძელდება. მის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დღეს იუსტიციის სახლში გაიმართა. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორები ადგილობრივ საბჭოს სხდომაზე მესამე სექტორის და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციებზე ისაუბრეს.

ითქვა, რომ კოორდინატორი დაზარალებულებს სამართლებრივ პროცედურებს აცნობს, ეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში. ''დაინახე, განაცხადე, შეაჩერე'' _ ამ სლოგანით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ''დაზარალებულთა კვირეული'' ფარგლებში თემატური შეხვედრები იმართება. 

ამავე კატეგორიაში