უსაფრთხოების ნორმები-შეხვედრა უმაღლესი საბჭოს წევრებთან

01 დეკემბერი 2017, 00:00 3042 ნახვა

უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებაზე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე  იმსჯელა.  მედიისთვის დახურულ შეხვედრას ბათუმის მერი, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი ესწრებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებიც მომზადდება.  შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება ერთიანი ორგანო, საბჭოს ან შტაბის სახით, რომელიც ოპერატიულ ზედამხხედველობას გაუწევს ექსტრემალურ სიტუაციებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ რეგიონის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ასევე საჯარო მოხელეები, სასტუმროების, კვების ობიექტების თანამშრომლები  გადამზადების კურსებს გაივლიან. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში