სპორტი მთავარში

01 დეკემბერი 2017, 00:00 2269 ნახვა

 დღეს, რაგბი არენაზე დიდი 10-ის გათამაშების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.  „ბათუმმა“ თბილისის „არმაზი“ მიიღო და 26:19 დაამარცხა.  ბათუმელთან ლელოები ირაკლი კვანტიძემ, დავით ტრაპაიძემ და ბექა ურჯუკაშვილმა დაამიწეს, ხოლო თბილისელთა ერთადერთი ლელოს ავტორი რევაზ ურჯუკაშვილი იყო. მეცხრე ტურის შემდეგ ბათუმი 37 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, 9 დეკემბერს კი  ევროული რაგბის კონტინენტის ფარზე გააგრძელებს ასპარეზობას. ბათუმელები სტუმრად, იტალიურ „ვიადანას“ შეხვდებიან.დღეს, დიდი ათის ლიდერების შეხვედრაც გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „აია“ დაამარცხა 26-23. ხვალ კი „ლელო“  „ბაგრატს“ უმასპინძლებს, ხოლო ჯიქები რუსთავის „არმიას“ დაუპირსპირდებიან. კვირას კი აკადემია არმიას შეხვდება.

ევროლიგის გასული სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდად საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ბასკონიას კალათბურთელის - თორნიკე შენგელიას დაფარება და შემდეგ ეფექტური ჩატენვა დასახელდა. აღსანიშნავია რომ თორნიკემ მატჩში 13 ქულა მოაგროვა, მაგრამ მის გუნდს ეს ფენერბახჩესთან გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. ბასკონია ფენერბახჩესთან 69:83 დამარცხდა და 10 ტურის შემდეგ მე-11 პოზიციაზეა. 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი გაერთიანდა, ეს გადაწყვეტილება დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე კახა შენგელიამ და შიო ხეცურიანმა გააჟღერეს. ფედერაციის პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი იბრძოლებს, შენგელიამ თავისი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოხსნა. კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 11 დეკემბერს არის დაგეგმილი, პრეზიდენტობისტის შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძოლებენ. 

ამავე კატეგორიაში