უფასო გამოკვლევები

02 დეკემბერი 2017, 00:00 2001 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო.  60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ.

მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს. ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას დღეს და ხვალ ასევე, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ.

ამავე კატეგორიაში