“ფერადი ლაქებით მოყოლილი ამბავი”

02 დეკემბერი 2017, 00:00 2702 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმი  თეა გასვიანისა და სპარტაკ კუდბას ნახატების გამოფენას  მასპინძლობს. ცოლ-ქმარი ბავშვობიდან ხატავს. თეა სოხუმიდანაა. ეს ბათუმში მათი მეორე ერთობლივი გამოფენაა, მანამდე ორი პერსონალური გამოფენა თბილისში ჰქონდათ. ზეთში შესრულებული 22 ნამუშევრის ნახვა  დამთვალიერებელს 20 დეკემბრამდე შეუძლია.

მნახველის განსაკუთრებული მოწონება “ბროწეულმა” დაიმსახურა. ხელოვანების შეფასებით, ნახატების მთავარი ღირებულება გააზრებულად გამოყენებული ფერადი ლაქებია, რომლებიც ამბავს ყვება. გამოფენა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის  ტრაგედიის გახსენებით გაიხსნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში