ევროპის ჩემპიონატი გოჯურიუ კარატეში

25 ივნისი 2016, 00:00 4422 ნახვა

ბათუმში გოჯუ-რიუ კარატე დოში, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის ეს სახეობა საქართველოში უკვე 25 წელია არსებობს. ჩემპიონატში ქართველებთან ერთად მონაწილეობას 10 ქვეყნის 400- მდე სპორტსმენი იღებს. სპორტული დელეგაციები უკრაინიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, ასევე, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს 42 სპორტსმენი იღებს, მათ შორის 12 აჭარიდან. ღონისძიების ორგანოზატორები საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს ფედერაცია და ჯუნდოკან ინთერნეიშენალია. ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გოჯუ რიუს კონტაქტურ სახეობაში, პირველად იმართება. 17 საათზე ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში