ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

03 დეკემბერი 2017, 00:00 7655 ნახვა

6 ადამიანი დაშავდა ჩაქვში ცენტრალურ მაგისტრალზე ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად. მათგან 4 სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების ინფორმაცით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან,  ქვეითმა მიკროავტობუსს  გზა გადაუჭრა,  დამუხრუჭების შედეგად  მას უკნიდან  მომავალი  მერსედესი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში