შშმპ საერთაშორისო დღე- ალმანახის პრეზენტაცია

03 დეკემბერი 2017, 00:00 1644 ნახვა

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. ახალგაზრდული კლუბების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებმა სკოლის მოსწავლეებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც  საინფორმაციო კრებულის  ალმანახის პრეზენტაცია მოეწყო. რომლის მიზანია   შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება და ამ მიმართულებით მოზარდებში  ცნობიერების ამაღლება.

  ალმანახი მომზადდა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის კლუბის ფარგლებში ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის მიერ.  საინფორმაციო შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც  გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში