დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

03 დეკემბერი 2017, 00:00 5507 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს, მას სახაზინო ადვოკატი იცავდა თუმცა ადვოკატ ანა შეშელაშვილიდ ინფორმაციით დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა. მოზარდის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.  ბრალდების მხარეს პროკურორი ინა გუგუშვილი წარმოადგენს, მას ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

შსს მეორე ეჭვმიტანილს ეძებს, უწყების ინფორმაციით დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. სამინისტროს ინფორმაციით მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ბრალდებულმა დაღუპულს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში