მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2016, 00:00 3588 ნახვა

დიმიტრი ქუმსიშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და ბათუმის, როგორც საზღვაო ქალაქის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმრებმა დღეს ახალი სასწავლო კაბინეტები და სანავიგაციო ხიდურა დაათვალიერეს, რომელიც კურსანტების პრაქტიკული სწავლებისთვის არის განკუთვნილი. მის შესაძენად აჭარის მთავრობამ 390 ათასი ლარი გამოყო. ვიცე პრემიერმა წარჩინებული კურსანტები დღესვე საპატიო სიგელებით და ოქროს ბეჭდებით დააჯილდოვა. ბათუმის საზღვაო აკადემიის ტრადიციებსა და როლზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში