დაკავებულებს შორის, სავარაუდოდ, ბრალდებული არასრულწლოვანის მშობლებიც არიან

04 დეკემბერი 2017, 00:00 3883 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორაციით ირკვევა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ მიმალვის ხელშეწყობისთვის სამი ადამიანია დაკავებული.

 მათ შორის, სავარაუდოდ,მიმალვაში მყოფი არასრულწლოვანის მშობლებიც არიან.

პოლიციის ინფორმაციით, ორი დაკავებული ბრალდებულ არასრულწლოვანს დაეხმარა მიმალვაში,  ხოლო ერთმა დაკავებულმა მოქალაქემ სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. 

"ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის" - ნათქვამია განცხადებაშ. 

ამ დროისთვის, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს კიდევ ორი მოქალაქის მიმართ, რომლებმაც შესაძლოა დაფარეს დანაშაული და  არ შეატყობინეს პოლიციას. ეს ორი მოქალაქე, ზემოთაღნიშნული დაკავებული თ.კ შილები არიან. 

პოლიციამ აღნიშნული პირები, 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის საქმეზე აიყვანა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მკვლელობაშ ეჭვმიტანილი ორი არასრულწლოვანია, აქედან ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე მიმალვაში იმყოფება. 

საქმეში ფიგურირებს ორი ცივი იარაღი, რომლიტაც განხორციელდა მკვლეობა. მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში