უსაფრთხოება სკოლებში - შეფასებები 

04 დეკემბერი 2017, 00:00 3317 ნახვა

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხება.

მომხდართან დაკავშირებით, გუშინ ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა და განათლებისა მინისტრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება.

უნდა გამკაცრდეს თუ არა სკოლებში უსაფრთოხების ზომები, საკითხზე მუშაობა პარლმანეტში დაიწყება. კანონმდებლბემა შეფასებები უკვე გააკეთეს. საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

ამავე კატეგორიაში