ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი თანამდებობას ტოვებს

04 დეკემბერი 2017, 00:00 4221 ნახვა

ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი თანამდებობას ტოვებს. პატაკი წასვლის შესახებ მან ორი დღის წინ დაწერა. გურჩიანი ''მთავართან'' სატელეფონო საუბარში ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა უარყოფს მედიაში გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს წარუმატებელი სპეცოპერაციის გამო ტოვებს პოსტს. 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ასაფეთქებელი მოწობილობების ამოღების მუხლით კიდევ ორი მოქალაქის დაკავება იგეგმებოდა ქობულეთში, თუმცა პოლიციელებმა მათი აყვანა ვერ შეძლეს.

​გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება პოლიციის უფროსის გადაწყვეტილება. 

ქობულეთის პოლიციის უფროსი წასვლის სხვა მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ თანამდებობას ოჯახური მდგომარეობის გამო ტოვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქობულეთის პოლიციის უფროსის გადადგომასთან დაკავშირებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში