უსაფრთხოების ნორმები

04 დეკემბერი 2017, 00:00 3207 ნახვა

სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება - ამის გარდა იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მიიღეს. იგეგმება მანდატურის სამსახურის გაძლიერება. შეიძლება ითქვას, რომ სახლემწიფო უწყებები მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ გააქტიურდნენ, აქამდე კი ზოგადად სკოლაში მიმდინარე მოვლენები სამთავრობო დონეზე  საჯარო განხილვის საგანი იშვიათად ხდებოდა. ხშირად საუბრობდა მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე ომბუდსმენი.

უჩა ნანუაშვილის ბოლო ანგარიშშიც მოხვდა არაერთი შემთხვევა, ასევე რეკომენდაციები. ფაქტი და საკანონმდებლო რეგულაციები დღეს დეპუტატებმაც შეაფასეს, პარლამენტარების პარალელურად, ახალ ინიციატივაზე საუბრობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც, რა საპილოტე პროგრამის დანერგვის ინიციატივით გამოდის ლადო მგალობლიშვილი

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში