მძიმე ტექნიკის ქვეშ მოყოლილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს /ვიდეო/

04 დეკემბერი 2017, 00:00 6589 ნახვა

 იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა მშენებლობაზე დასაქმებული 60 წლამდე კაცი, რომელიც მძიმე ტექნიკის ქვეშა იყო მოყოლილი გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შემთხვევა კომპანია „ორბი“ სამშენებლო ობიექტზე მოხდა. იმ ტერიტორიზე, სადაც სასპორტო სკოლა „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში