მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

04 დეკემბერი 2017, 00:00 9299 ნახვა

მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიკოსების ინფორმაციით,  57 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

"სასწრაფო დახმარებამ შემოყვანა 57 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა კვლევები, პაციენტი ითვლება კრიტიკულად, რომელიც გადაყვანილი იქნა კრიტიკული ცენტრის განყოფილებაში," -  აცხადებს ემერჯენსის მორიგე ექიმი დოლია კაცია. 

შემთხვევა დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში მოხდა.  მშენებლობაზე მძიმე ტექნიკა ამობრუნდა და მამაკაცი მოიყოლა. მის გამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

შემთხვევა კომპანია „ორბი“ სამშენებლო ობიექტზე მოხდა. ტერიტორიზე, სადაც სასპორტო სკოლა „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში