აჭარის განათლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრობლობის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ქედის და ქობულეთის ორ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შეხვედრაზე მინისტრი პროექტის სავარაუდო ვერსიას გაეცნო, ამასთანავე სკოლების რეაბილიტაციის შეუფერხებელი მუშაობისთვის ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.
პროექტის ღირებულება 336 ათასი დოლარია. რეაბილიტაცია 1 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ძენწმანისა და კვირიკეს სკოლის მოსწავლეები ალტერანტიულ ფართებში არიან გადაყვანილები.