ახალი სასტუმრო კომპლექსი

25 ივნისი 2016, 00:00 6643 ნახვა

სასტუმრო კომპლექსი ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით.Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი ციხისძირში რამდენიმე საათში გაიხსნება. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალურ პირებს ელოდებიან. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია ავსტრიულმა ჯგუფმა განახორციელა. კომპლექსში განთავსებულია 82 სასტუმრო ნომერი, ასევე 1 ვილა, 3 Dელუხ--ი და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტი. სტუმრებს 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურას შესთავაზებენ. კომპლექსში განთავსებულია ღია და დახურული აუზები, რესტორანი, გრილ ბარი, გასართობი ცენტრი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 100 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. 

ამავე კატეგორიაში