არასრულწლოვნის იდენტიფიცირების გამო მაუწყებელი ბოდიშს იხდის

05 დეკემბერი 2017, 00:00 11436 ნახვა

გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება "მთავარში" 21:00 საათზე, რეპორტაჟში, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე  ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე  ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის სამართალდამცველებისთვის ჩაბარების ასახავდა, გავიდა მოზარდის რამდენიმე კადრი, რომლითაც შესაძლებელი იყო არასრულწლოვნის ამოცნობა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ თემაზე მომზადებულ ყველა მასალაში დაცული აქვს კონფიდენციალობა და მედიის სტანდრტების შესაბამისად აშუქებდა საკითხს. 

აქვე განვმარტავთ, რომ მაიდენტიფიცირებელი კადრი რეპორტაჟში მიზანმიმართულად არ გასულა, ხოლო შეცდომა დაუდევრობამ გამოიწვია. რედაქცია გრძნობს პასუხისმგებლობას და მაუწყებელი ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო. ინტერნეტსივრციდან ამოღებულია გადაცემის ფბ ლაივი. წაშლილია მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების შესრულებას. ამავე დროს, სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას თითოეული მედიაპროდუქტის გამო.

ამავე კატეგორიაში