სპორტი მთავარში

06 დეკემბერი 2017, 00:00 2657 ნახვა

ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ატაცში 210, 215 და 220 კგ დაძლია. 220 კგ-ის დაძლევით, მან საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ტალახაძემ საკუთარი რეკორდი, სამივე ცდის გამოყენებით აკვრაშიც გააუმჯობესა . 243, 250 და 257 კგ-ის დაძლევით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა და ორჭიდის ჯამში 477 კგ დააფიქსირა. მეორე და მესამე ადგილები ირანელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს.  საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსი სპორტმენები მომავალ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაიშვებიან. ეს გადაწყვეტილება გუშინ ლოზანაში აღმასკომის სხდომაზე სოკის პრეზიდენტმა ტომას ბახმა გააჟღერა. მომავალ წლის თებერვალში სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში რუს სპორტმენებს საშუალება ექნებათ ნეიტრალური-ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოვიდნენ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სპორტმენის გვარი არ ფიგურირებს გახმაურებულ დოპინგ სკანდალში. ამას გარდა სოკის გუშინდელ სხდომაზე წევრობა ავტომატურად შეუჩერდა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, მის პრეზიდენტს ალექსანდს ჟუკოვს. ასევე ქვეყნის ვიცე პრემიერს-ექს სპორტის მინისტრს ვიტალი მუტკოსა და ამჟამინდელ სპორტის მინისტრს იური ნაგორნიხს სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში რაიმე სახით მონაწილეობა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2014 წელს სოჭში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ადგილი ჰქონდა "ანტისადოპინგო წესების სისტემურ მანიპულირებას და ეს ხდებოდა სამთავრობო სტრუქტურების დონეზე. შედეგად რუსეთის ნაკრების სოჭში ნაჩვენები შედეგიც გადაიხედება და შესაძლოა მედლების ჩამორთმევამდეც მივიდეს საქმე. შეგახსენებთ რომ დოპინგის სკანდალმა რუსეთის ნაკრების ირგვლივ უდიდესი მაშტაბები მას შემდეგ შეიძინა რაც რუსეთის ანტიდოპინგური ცენტრის ხელმძღვანელი -გრიგორი როდჩენკოვი ქვეყნიდან გაიქცა და წლების განმავლობაში მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული მანიპულაციების შესახებ პრესასთან ისაუბრა. 

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ბოლო ტურის შეხვედრებში კიდევ 8 წყვილი ითამაშებს. გუშინ კი მომდევნო ეტაპზე გასული რვა გუნდის ვინაობა გაირკვა. ესენი არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ბაზელი, პარისენჟერმენი, მიუნხენის ბაიერნი, რომა, ჩელსი, ბარსელონა და იუვენტუსი. დღეს ამ გუნდებს კიდევ რვა ევროპული საფეხბურთო კლუბი შეემატება. ე ჯგუფში ლივერპული სპარტაკს უმასპინძლებს, სევილია კი სტუმრად მარიბორს გაეჯიბრება, სლოვენიური კლუბის გარდა სამივე გუნდს აქვს შანსი მერვედფინალში გავიდეს. ეფ ჯგუფში მანჩესტერ სიტი უკვე მერვედფინალშია, მისი დღევანდელ მეტოქეს დონეცკის შახტარს კი ფრეც აძლევს ხელს. ამავე ჯგუფის მესამეადგილოსან ნაპოლის საკუთარი შეხვედრა აქვს მოსაგები სტუმრად ფეინოორდთან და მაურიციო სარის გუნდი დამოკიდებულია მანჩესტერისა და შახტარის მატჩის შედეგზე. ჯი ჯგუფში ბეშიქთაში 11 ქულით უკვე მომდევნო ეტაპზე. მეორე საგზურისთვის პორტო და ლაიფციგი იბრძვიან, პორტუგალიელები დღეს მონაკოსთან გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მიიღებენ. ლაიფციგი კი უფრო წამგებიან პოზიციაშია რადგან პორტუსთან ცუდი მაჩვენებელი აქვს. ყველაფერი გადაწყვეტილია ეიჩ ჯგუფში ლონდონის ტოტენჰემი და მადრიდის რეალი კონკურენტებისთვის მიუწვდენლები არიან. ჯგუფშ მხოლოდ მესამე ადგილზე გასული გუნდის ბედი წყდება, რომლისთვისაც დორტმუნდი და აპოელი იბრძვიან. 

ბათუმის სპორტული ცენტრის მასობრივი ღონისძიებების ფარგლებში, ქუჩის კალათბურთის საშემოდგომო ლიგა გაიმართა. ტურნირში 9 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებულებს სპორტული მაღაზიისგან ვაუჩერები გადაეცათ. პირველ ადგილზე  გუნდი „არ შეშინდე“ გავიდა,  ხოლო საუკეთესო მოთამაშის წოდება  ზურა გოლეთიანმა მიიღო.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძალისმიერ სპორტში რიგით 27 -ე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. გათამაშებაში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა..  ქართველმა სპორსტმენებმა პოლონეთიდან სამშობლოში 6 მედალი ჩამოიტანეს და მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი რეკორდიც დაამყარეს. ჯამში 5 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლები ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ლორთქიფანიძემ, ნიკა დისამიძემ, დავით მჟავანაძემ და ილია ქოჩიაშვილმა მოიპოვეს. მსოფლიო რეკორდი ამოწევაში  დავით მჟავანაძემ დაამყარა.

ამავე კატეგორიაში