კალიფორნიაში ხანძარმა ლოს ანჯელესის ცენტრალურ ნაწილებამდე მიაღწია

07 დეკემბერი 2017, 00:00 2363 ნახვა

კალიფორნიაში ხანძარმა ლოს ანჯელესის ცენტრალურ ნაწილებამდე მიაღწია. ცეცხლი 12 ათასამდე სახლს უქმნის საფრთხეს. სტიქიამ უკვე ასობით შენობა გაანადგურა. ,,ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, სტიქიის ზონიდან 27 ათასი ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

ყველაზე რთული ვითარება ვენტურას ოლქშია, რომელიც ლოს ანჯელესიდან 50 მილში მდებარეობს. ცეცხლის ჩაქრობას 1 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. რეგიონის ხელისუფლება შიშობს, რომ სიტუაცია უახლოეს დღებში არ გამოსწორდება. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში