წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი აჭარაში

07 დეკემბერი 2017, 00:00 3008 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, საქართველოში წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული სანიტარული და ჰიგიენის პრობლემები სხვადასხვა დაავადებათა რიცხვს ზრდის. ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელებმა სამ წლიანი მუშაობის შემაჯამებელ  კონფერენციაზე ისაუბრეს.  

მისი თქმით, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ  რაიონებში დგას და ბაქტერიული დაავადებათა ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აჭარის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.

პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, წყლის სანიტარული და ჰიგიენის საკითხების პროგრამის ფარგლებში აჭარის 5 მუნიციპალიტეტის სკოლების და მედპუნქტის სველი წერტილების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

ამ ეტაპზე 13 საგანმანათლებლო და 6 სამედიცინო პუნქტია რეაბილიტირებული. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და ხუთწლიანია. მას ''USAID''-ი აფინანსებს. 

ამავე კატეგორიაში