ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი გარდაუვალია

07 დეკემბერი 2017, 00:00 2595 ნახვა

ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი გარდაუვალია. ამის მიზეზად ოფიციალურ ფხენიანში სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების მასშტაბური სამხედრო წვრთნები, ასევე ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან ,,პრევენციული დარტყმების" შესახებ პროვოკაციული მოწოდებები დაასახელეს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება, როდის გამწვავდება ომი. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ფხენიანს ომი არ სურს, თუმცა არც მისგან დამალვას აპირებს.

ამასთან გაზეთი ,,კორეა ჰერალდი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ,,თავის მოკვეთის საშუალებების შესაქმნელად ბიუჯეტიდან თანხა გამოყო, რომლის მიზანი კიმ ჩენ ინის ლიკვიდირება იქნება. გამოცემის ცნობით, 2018 წელს ამ მიზნებისთვის სეული 310 ათას დოლარს დახარჯავს. 

ამავე კატეგორიაში