პრემიერი: “იერუსალიმის თემაზე გვექნება მსჯელობა”

07 დეკემბერი 2017, 00:00 2933 ნახვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მოჰყვა პალესტინაში, ერაყში, იორდანიაშია, ტუნისსა და თურქეთში. ღაზის სექტორში მმართველი მოძრაობა ,,ჰამასის" წევრებმა სტრატეგიული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუქციები მიიღეს.

გაჩნდა საფრთხე, რომ ტრამპის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი ძალადობის ახალ ტალღას გამოიწვევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო. საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა. გაეროში ამერიკის ელჩის შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მამაცური ნაბიჯი გადადგა, როდესაც გააკეთა ის, რასაც სწორად მიიჩნევდა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოფიციალურ თბილისშიც.

ამავე კატეგორიაში