კორპუსის ეზო და სადარბაზო დაიტბორა

08 დეკემბერი 2017, 00:00 6630 ნახვა

უხვი ნალექის გამო დაიტბორა ჭაობის უბანი. რთული მდგომარეობაა  ლერმონტოვის 96 ნომერში. წყალი საცხოვრებელი კორპუსის ეზოშია დაგროვილი. ადგილზე მობილიზებულია მობილური ჯგუფები, რომლებიც წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა სადარბაზომდე მისვლა ვერ მოახერხეს. როგორც ბათუმის წყალში ამბობენ ამ დროისთვის  ცხელ ხაზზე 11 ზარია შესული. ქალაქის მასშტაბით, კი მუშაობს 8 საქაჩი ავტომობილი და სამი ექსკავატორი, რომელიც ზღვაზე გამავალი არხების გაწმენდას ახორციელებს.

 

ამავე კატეგორიაში