მთავარი უცხოეთში

08 დეკემბერი 2017, 00:00 2260 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმის სამართლიანი გამოძიების გარანტიას იძლევა და ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების დამატებითი ექსპერტიზის გამოყენებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრას კი პროტესტის ტალღა მოჰყვა ინდონეზიასა და მალაიზიაში, ირანსა და თურქეთში.

დასავლეთ სანაპიროზე ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე პალესტინელებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა მეხუთე დღეა ვერ ხერხდება. ევროპაში კი პოლიტიკური ძვრებია. ევროკავშირმა  და ბრიტანეთმა ე.წ. ,,ბრექსიტზე" შეთანხმებას მიაღწიეს. დღესვე თანამდებობა დატოვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მთავარი უცხოეთში – ვნახოთ მოკლე მიმოხილვა.

ამავე კატეგორიაში