სამართალდამცველები მოზარდს ეძებენ

09 დეკემბერი 2017, 00:00 13350 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთში 17 წლის მოზარდს ეძებს. მათი განცხადებით  არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ  შეტყობინება უწყებაში გუშინ შევიდა. ოჯახის წევრების თქმით მოზარდი 7 დეკემბერს სკოლაში წავიდა, სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ  მოსწავლე  არ გამოცხადებულა რის შესახებაც სკოლამ ოჯახს  აცნობა.

ოჯახის ინფორმაციით  არასრულწლოვანი ბოლოს ორი დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა. ამ დროისთვის შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ამავე კატეგორიაში