პრეზიდენტის და პრემიერის სამძიმარი დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო

09 დეკემბერი 2017, 00:00 2386 ნახვა

მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო პრეზიდენტმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვეს. „დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასეს – აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ. ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ბატონი დიმა ერთნაირი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურებოდა საკუთარ პროფესიასა და სამშობლოს. საქართველოს ერთიანობის, მშობლიურ აფხაზეთში ქართული თეატრის დაბრუნების იმედი მისი ბრძოლისა და შემოქმედების უმთავრესი მასაზრდოებელი იყო. მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა გულისხმიერი მეგობარი და თეატრისთვის თავდადებული ადამიანი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი დაკარგა.“, – წერს გიორგი მარგველაშვილი„ფეისბუქის“ გვერდზე.

ამავე კატეგორიაში