ავარიის შედეგად მოქალაქე დაშავდა

09 დეკემბერი 2017, 00:00 9599 ნახვა

ავტოავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში. თვითმხილველები ყვებიან, რომ სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს და დაშავდა ერთი ადამიანი, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

სასწრაფო დახმარების სამსახურში დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა ვცადეთ,  სადაც გვითხრეს, რომ არ ფლობდნენ დაშავებულის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ამბობენ, რომ დაშავებულია ერთი ადამიანი, ხოლო საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში