ბათუმის მერიის გაფრთხილება

10 დეკემბერი 2017, 00:00 7017 ნახვა

ბათუმის მერია აღმაშენებლის ქუჩაზე  პარკირების ზოლში გასაყიდად მდგომი ავტომობილის  მფლობელებს მოუწოდებს, რომ კუთვნილი ავტომობილები ტერიტორიიდან გაიყვანონ.  მერია მათ  სანაცვლოდ გოგოლის ქუჩაზე ავტოსადგურის ტერიტორიას სთავაზობს, სადაც წელს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, ხოლო მომავალი წლიდან იქ დგომისთვის მსურველს მინიმალური ხარჯი ექნება.

ხვალიდან აღმაშენებლის ქუჩაზე დამონტაჟდება პარკირების ამკრძალავი ნიშნები და ქუჩა შესაბამისად დაიხაზება. ლაშა კომახიძის განცხადებით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლებს პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ, და მოსახლეობა წინასაარჩევნო შეხვედრებისას პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

ამავე კატეგორიაში