მცოცავი მიწა სამ ოჯახს საფრთხეს უქმნის

11 დეკემბერი 2017, 00:00 10156 ნახვა

ნაპრალები ეზოში, დახეთქილი საკარმიდამო ნაკვეთი და მიწაგამოცლილი სამანქანე გზა – ასეთია ქობულეთის, სოფელ ჩიასუბანში 2 დღის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგი. ყურშუბაძეებისთვის იქ ცხოვრება სახიფათოა. გეოლოგების პირველადი შეფასებით ერთ ოჯახი საჭიროებს განსახლებას, ერთი საცხოვრებელი სახლი კი გასამაგრებელია. ბოლო პერიოდში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ, ქობულეთის მერიას შესწავლის და დახმარების თხოვნით 25-მა ოჯახმა მიმართა. 

ერთ სახლამდე სამანქანე გზის ნაწილი ჩავარდა, ასფალტის საფარის ქვეშ კი მიწაა ჩამოშლილი. 

ორი სახლის ეზოში გაჩენილია ნაპრალები, ყურშუბაძეები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება საშიშია. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ნაპრალები გაიზარდოს ან სახლი ჩამოიშალოს. 

ადგილი დღეს შეისწავლეს გეოლოგებმა, წინასწარი დათვალიერებით, ერთი ოჯახის გასახლება აუცილებელია. სოფელში ასული იყვნენ გამგეობის წევრებიც, ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

ოჯახები გასახლებას ან სახლების გამაგრებას ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში