პოლიციამ ზღვიდან 21 წლის გოგო გამოიყვანა

11 დეკემბერი 2017, 00:00 20997 ნახვა

ფოტო არქივი

ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე, ბულვარის დაცვის სამსახურმა, ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანა. ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ზღვაში 12 საათისთვის შევიდა, იგი დაცვის სამსახურმა შენიშნა. 

"სამმართველოს თანამშრომლებმა სანაპიროზე, კერძოდ, კი „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს" წერია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათვე ინფორმაციით,  გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება სანაპიროზე გაუწიეს, შემდეგ კი  გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის  დაცვის პოლიციის თანამშრომლებს: ინსპექტორ ნიკო ანანიძისა და უმცროსი ინსპექტორის გიორგი მახარაძის გამოჩენილი მამაცობის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით სანიმუშო შესრულებისათვის. 

ამავე კატეგორიაში