აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

12 დეკემბერი 2017, 00:00 4767 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. 
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში