გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?

12 დეკემბერი 2017, 00:00 3038 ნახვა

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით არ იგეგმება. კომენატარი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ სემეკის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.  "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კი ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს.  

ავთო დვალიშვილის თქმით, კომპანიას ბევრი მიმართულებით გაეზარდა ხარჯები, შესაბამისად მათ მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ფასიც გაიზარდა. სემეკის სხდომაზე ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სამი კომპანიისთვის 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში