პეტრე ზამბახიძე აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვს

26 ივნისი 2016, 00:00 3721 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩილ ხაბაძისა და აჭარის მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს. ამის მიზეზად, ოპოზიცია აჭარის ხელისუფლების უმოქმედობას და დაპირებები შეუსრულებლობას ასახელებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქცენტს რეგიონში მოუგვარებელ პრობლემაზე, მათ შორის - მიწის რეფორმაზე, იპოთეკარების საკითხსა და მიმდინარე მშენებლობებზე აკეთებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენას აპირებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში