''ლაქტალისის'' პროდუქციას მოხმარებიდან იღებენ

12 დეკემბერი 2017, 00:00 2953 ნახვა

საშიში ბაქტერია ბავშვთა საკვებ პროდუქტში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებით, მსოფლიოს მასშტაბით ფრანგული კომპანიის “ლაქტალისის” მიერ წარმოებული პროდუქტების ბაზრიდან ამოღება მიმდინარეობს. ბავშვის საკვებ რძეში სალმონელას ბაქტერიის არსებობის შესახებ, საფრანგეთის სანიტარულმა უწყებებმა ეჭვი მას შემდეგ შეიტანეს, რაც დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში 26 ჩვილის ბაქტერიით დაავადების წყარო, სწორედ აღნიშნული კომპანიის საკვები პროდუქტი გახდა.

ფრანგული პროდუქტი ქართულ ბაზარზეცაა აქტიურად წარმოდგენილი, შესაბამისად სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოკვლევა და პროდუქციის ბაზრიდან გაწვევა უკვე დაიწყო. კონკრეტულად რომელი პროდუქტებზეა საუბარი, რა არის სალმონელას ბაქტერია და როგორია ექიმების რეკომენდაციები

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში