ახალი სკოლა ჭარნალში

12 აპრილი 2016, 00:00 5750 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჭარნალის სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე შენობის მხოლოდ პირველი სართულია დასრულებული. 9 წლიანი საბაზო სკოლის შენობა ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება. ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს "ბზა" ახორციელებს. ჭარნალის სკოლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 469 ათას 993 ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში