სკოლები შეშის ღუმელით და ხის გარე ტუალეტებით

14 დეკემბერი 2017, 00:00 4883 ნახვა

ქობულეთში 4 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეები ჯერ კიდევ შეშის ფეჩით თბებიან, არ აქვთ საპირფარეშო და სპორტული დარბაზები.  უფრო მეტიც, სველი წერტილი, რომელიც საპირფარეშოს ფუნქციას ითავსებს, შენობის გარეთაა და ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის შემცვლელია. 

ერთ-ერთი საჯარო სკოლა ოჩხამურშია, სადაც  13 მოსწავლე სწავლობს და ხუთი პედაგოგია დასაქმებული.

სკოლა ძველ  ერთსართულიანი ხის შენობაშია განთავსებული. 

ცეცხლაურის სკოლის სპორტდარბაზი, სადაც იატაკი დაზიანებულია 

აქ მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი ყოველდღიურად უტარდებათ.

საჯარო სკოლა ზამთარში, ძირითადად , შეშის ღუმელით თბება.

ოჩხამურის საჯაროს სკოლის გათბობის სიტემა.

საჯარო სკოლის საპირფარეშო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ნაწლაური ინფექციების თვალსაზრისით ყველაზე მეტი ბავშვი ქვეყნის მაშტაბით აჭარაში ავადდება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, USAID აჭარაში პროექტს ახორციელებს. მაღალმთიან დასახლებებში, სკოლებში ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის, საპირფარეშოების და სველი წერტილების რეაბილიტაცია რამდენიმე სკოლას მათი დახმარებით ჩაუტარდა.  

ქობულეთში სკოლებში აღნიშნულ  ვითარებაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბრიფინგი გამართეს. ''მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში მოსწავლებიისთვის სწავლა სიცოცხლისთვის საფრთხოს შემცვალია- ამბობს ასმათ დიასამიძე. საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს თემაზე და განახლებული  ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

 

ამავე კატეგორიაში