აფეთქებული სახლის ადგილზე ახალი კორპუსი აშენდება

14 დეკემბერი 2017, 00:00 3972 ნახვა

ხარიტონ ახვლედიანის 12 ნომერში არსებულ შენობას, სადაც 10 დეკემბერს ბუნებრივი აირი აფეთქდა, სავარაუდოდ დაანგრევენ. საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არაა, თუმცა ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

ექსპერტების განცხადებით, სახლის რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება. რაც შეეხება დაზიანებულ მანქანებს - ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება მოძრავი ქონების საკითხი. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში