ტროტუარი სადაც მოქალაქის ადგილი არ არის

15 დეკემბერი 2017, 00:00 8247 ნახვა

ბონში, ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს, მაიაკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე ტროტუარი პრაქტიკულად გაუქმებულია.  საფეხმავლო გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მოპირკეთებულა.

 ტერიტორია ამორტიზირებულ სატვირთო მანქანებს აქვთ ათვისებული. სავარაუდოდ  გარემოვაჭრეები ძველ ავტომობილებს საწობად იყენებენ.  

ტერიტორიასთან ახლოს,  გარემოვაჭრეები შეშას, ბოთლებს და სასუქს ყიდიან. 

მოქალაქე ტროტუარზე ვერ გაივლის, მას გადაადგილება საავტომობილო გზაზე უწევს. ქუჩის მეორე ნაწილში სამარშუტო ტაქსების სადგომია. გზის გადაკვეთა კი  სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ეს ერთ-ერთი აქტიური ქუჩაა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური მოძრაობაა. გზა აგრარულ ბაზართან მიდის.  

ქალაქი ტროტუარის გარეშე

საფეხმავლო გზა მოუწესრიგებელია. არ არის დაგებული ფილები.

ტერიტორიაზე დაყრილია ნაგავი და არის ანტისანიტარია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს, გეგმას თუ არა ცვლილებებს ბათუმის მერია ამ მიმართულებით. 

საქართველოში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ, რომ  „საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად’’. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში