მიმართვა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 

15 დეკემბერი 2017, 00:00 2042 ნახვა

ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ 11 დეკემბერს, ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსი იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია, რომელიც მათი ინფორმაციით,  მსჯავრდებულსა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობებს ასახავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმართან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატს  აუკრძალეს დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართავს განმარტოს: რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე რატომ შეუშვეს ადვოკატი დაწესებულებაში და თუკი აკრძალული დოკუმენტი შეჰქონდა და  რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის გადაგზავნა. 

ამავე კატეგორიაში