კომპანია მოსახლეობას მილების მოპარვაში ადანაშაულებს

15 დეკემბერი 2017, 00:00 3898 ნახვა

სოხუმის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული  სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, მოსახლეობას მილების მოპარვაში ადანაშაულებენ - ამის შესახებ ''მთავარს'' ამავე  ქუჩაზე მცხოვრებლებმა განუცხადეს.

მოქალაქეები ჰყვებიან, რომ პოლიცია ამის გამო მათ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. 

საქმე ეხება მილებს, რომლებიც წლების წინ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დროს გამოიცვალა. ადგილობრივების თქმით, ძველი მილები საკუთარი ხარჯებით აქვთ შეძენილი. ‘’აქ მცხოვრებლებმა შევაგროვეთ ფული. ჩვენი სახსრებით გაკეთდა მაშინ ყველაფერი. ამოთხრის დროს თუ რომელიმე ოჯახის წევრი გამოვიდა და თავისი ნაყიდი მილი წაიღო ეს რატომ უნდა იყოს სადავო’’ - ამბობს სოფიკო გოგელია.

ადვოკატი  სამართალდამცავებსა და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. ‘’კომპანიის წარმომადგენლები აქ მცხოვრებლებს ეუბნებოდნენ, აღიარეთ თუჯის მილების ჯართის მიმღებ პუნქტში მიტანაო. თუ არა თქვენი უბნის ახალგაზრდა ბიჭებს დავიჭერთო. მთავარ პროკურორსა და ფინანსურ პოლიციას მივმართავ, ამ ფირმის საქმიანობით დაინტერესდეს’’ - აცხადებს დავით ჯაფარიძე.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი  კი აცხადებს, რომ მას ახალგაზრდებმა  მილების გადაცემა ერთი თვის წინ მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე ქურდობის მუხლით უკვე აღიძრა.

ამავე კატეგორიაში