''რატომ ევროპა''- ესეების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

15 დეკემბერი 2017, 00:00 3730 ნახვა

“რატომ ევროპა? - ესეების კონკურსის მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. „ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ აჭარაში“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში რეგიონის მასშტაბით  სულ მონაწილეობა 17-მა ახალგაზრდამ მიიღო. კონკურსში გამარჯვებული სამი მონაწილე კი 25 დეკემბერს გამოვლინდება. კონკურსანტებს დღეს სერთიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადასცეს. მანამდე კი მათთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და საბჭოთა რეპრესიებთან დაკავშირებით ლექცია  გაიმართა.

პროექტი ერთწლიანია, რომელსაც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ახორცილებეს. მისი მედია პარტნიორები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო  და  ჟურნალი „ბათუმელები“.  პროექტი აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და იუესეიდის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
 

ამავე კატეგორიაში