ავარიის შედეგად დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

16 დეკემბერი 2017, 00:00 3983 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც ბინაზე გაწერენ. რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ 17 წლის გოგონას ის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.

პაციენტს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება. ავარია შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში