ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე

16 დეკემბერი 2017, 00:00 2860 ნახვა

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლის შემდეგ ქუჩის მოასფალტება დაიწყო. კფწ-ის პროექტის ფარგლებში წყალარინების საწნეო მაგისტრალური მილსადენის მონტაჟი დასრულდა.

ეს ინფრასტრუქტურული პროექტის ერთი ნაწილი იყო. ჯამში სამუშაოებისთვის, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობდა 4 მილიონი ევრო გამოიყო. პარალელურად ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში საგზაო ნიშნები განთავსდა. ვიცე-მერის განცხადებით, თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა ამ ტერიტორიაზე აიკრძალა. ალტერნატიულ სივრცე კი მერიამ გოგოლის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარედ გამოყო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში