ბათუმი გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მასპინძელია

17 დეკემბერი 2017, 00:00 2744 ნახვა

გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეის’’ დელეგატებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სესიები მიმდინარეობს. ახალგაზრდა დელეგატებს  სპეციალურად მოწვეული  ტრენერები, გაეროს მდგრადი განვითარების   მიზნებზე ესაუბრებიან. პროექტში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სკოლიდან 800- მდე ახალგაზრდაა ჩართული.

,, გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეა 2017’’ გუშინ გაიხსნა, ოფიციალური დახურვა კი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულებს   ჟიური გამოავლენს, რომლებიც მცირე გრანტით დაფინანსდებიან.  ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’  ახორციელებს

ამავე კატეგორიაში