ახალი ტერმინალი თბილისის აეროპორტში

27 ივნისი 2016, 00:00 8041 ნახვა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი დაესწრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ მილიონ 800 000 გადააჭარბა. ახალი ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება.

ამავე კატეგორიაში